რა წაიღეს პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისიდან - დარბეული ოფისის კადრები ქუთაისიდან
14:09 / 01-10-2016
ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი დაარბიეს. როგორც პარტიის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ დილით ოფისი დარბეული დახვდათ. მაჟორტარობის კანდიდატის ზვიად ბაღდავაძის თქმით, წაღებულია მხოლოდ ძველი სიები. პარტიის წარმომადგენლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.