loader

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და პატრიარქმა გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და პატრიარქმა გააცილეს

საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

მისი უწმინდესობა, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს.რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერმინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა. ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და ტაძარში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.