loader

"ქართული ოცნების" აქტივისტების ცემის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პაპუნა კუკავა 5 საათი იკითხებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" აქტივისტების ცემის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პაპუნა კუკავა 5 საათი იკითხებოდა

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პაპუნა კუკავა, რომელსაც ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ დაპირისპირებაში დაზარალებული მხარე ადანაშაულებს, გვიან ღამით დაკითხეს. დაკითხვაზე მოწმის სტატუსით მიყვანილი პაპუნა კუკავას ადვოკატი, ბაჩუკი ყურაშვილი ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში პოლიციის სამმართველოში მივიდა, თუმცა, ადგილზე მას განუცხადეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამმართველოში არ იმყოფებოდა. მოგვიანებით, კუკავას ადგილსამყოფელით სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავაც დაინტერესდა და მონიტორინგის მიზნით სამმართველოში შევიდა. გაირკვა, რომ ინციდენტში მონაწილე კუკავა კომბინატის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. პაპავას შეფასებით, დაკითხვისას მოწმის ინტერესები არ დარღვეულა.