loader

მოსალოდნელია ყველაზე ძლიერი ქარიშხალი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში - ჰაიტიზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსალოდნელია ყველაზე ძლიერი ქარიშხალი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში - ჰაიტიზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ჰაიტის იმ რეგიონებიდან, სადაც ქარიშხალ "მეტიუს" შედეგად კოკისპირულ წვიმებს, წყალდიდობასა და 240 კმ/სთ სიჩქარის ქარს ელიან, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ქარიშხალს იამაიკასა და ჰაიტიზე ორშაბათს ელიან. მოსახლეობამ საკვები პროდუქტი და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი უკვე მოიმარაგა.
იამაიკის პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ჰოლნესმა, მოსახლეობას სტიქიური უბედურებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა მეოთხე კატეგორიის ქარიშხლისთვის მზად არის.