loader

კიდევ ერთი სკანდალი ბურჭულაძის პარტიაში: ქირის გადაუხდელობის გამო პარტიის წევრებს ოფისის დატოვება მოუხდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი სკანდალი ბურჭულაძის პარტიაში: ქირის გადაუხდელობის გამო პარტიის წევრებს ოფისის დატოვება მოუხდათ

პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ცენტრალური ოფისის ქირის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. როგორც ცნობილი გახდა, პარტიის წევრებს ნაქირავები ცენტრალური ოფისის დატოვება მოუხდათ, რადგან მეპატრონისთვის რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხდიათ. ცენტრალური ოფისისთვის ორსართულიანი ფართი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ბურჭულაძის პარტიას კომპანია "რეალ ინვესტისგან" ჰქონდა დაქირავებული და ქირაში ყოველთვიურად 27 000 დოლარს იხდიდა.