loader

"კარგი იყო" - ივანიშვილი სანდრა რულოვსისა და ია მეტრეველის ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგი იყო" - ივანიშვილი სანდრა რულოვსისა და ია მეტრეველის ინციდენტზე

სანდრა რულოვსსა და ია მეტრეველს შორის მომხდარ ინციდენტს ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. "კარგი იყო" - ასეთია ექსპრემიერის შეფასება. როგორც მან მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, კატასტროფა იყო, როცა ახალგაზრდა ბიჭებს უაპელაციოდ ხოცავდნენ. ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის დედა სენაკში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მივიდა და ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის შეეკამათა.

"დიდი ხანია, მინდოდა, თვალებში ჩამეხედა თქვენთვის. არასოდეს სინანული არ გამოგიხატავთ ჩემ მიმართ, არცერთი დედის მიმართ, გასამრავლებელი ბიჭები რომ გაჟლიტეთ" - განუცხადა მეტრეველმა რულოვსს.