loader

"დღის შოუს" წამყვანების განცხადება და ერთ წუთში დასრულებული ეთერი რესპონდენტის გარდაცვალების გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღის შოუს" წამყვანების განცხადება და ერთ წუთში დასრულებული ეთერი რესპონდენტის გარდაცვალების გამო

"დღის შოუს" გუშინ გასულ გადაცემას სტუმრად ჰყავდა მედეა რურუა, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ინ-ვიტრო განაყოფიერებით ქმრისგან (ქმრის ბიოლოგიური მასალით) დაორსულდა. ამ საოცარი ფაქტის შესახებ რესპონდენტმა "დღის შოუს" მაყურებელს თავად უამბო.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მედეა რურუა ბავშვთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით "დღის შოუმ" სპეციალური განცხადება გაავრცელა. დღევანდელი შოუს ქუდი უხმოდ გავიდა ეთერში, გადაცემის წამყვანებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ განაცხადეს და შემდეგ გადაცემა შეწყვიტეს. "დღის შოუ" ხვალ გავა ეთერში.

იხილეთ: ფოთელი ქალი, რომელიც გარდაცვლილი ქმრისგან დაორსულდა, ბავშვთან ერთად დაიღუპა