loader

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე: "დადასტურდა, რომ გარკვეული გასროლები განხორციელებულია თითქმის მიბჯენით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე: "დადასტურდა, რომ გარკვეული გასროლები განხორციელებულია თითქმის მიბჯენით"

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მხარის 7 მოწმეს დაკითხა, მათ შორის 6 ექსპერტი და ერთი ყოფილი სპეცრაზმელი. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 2006 წლის 18 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი გარდაცვლილის მისამართით გასროლა ახლო მანძილიდან მოხდა, რაც პროკურორის განმარტებით, ადასტურებს იმას, რომ ადგილზე ორმხრივ გასროლას ადგილი არ ჰქონია. ასევე, პროკურატურის განცხადებით, ყოფილმა სპეცრაზმელმა დაადასტურა ის, რომ მას და მის კოლეგებს უშუალოდ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დაცვის მხარის განმარტებით კი, მოწმეების ჩვენებებითაც დადასტურდა ის, რომ გიორგი დგებუაძეს იარაღი არ ჰქონია და ის გასროლას ვერ მოახდენდა.