loader

"ანძა რა უყავი ბიჭოოო..." - სააკაშვილს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოს გამო საშინლად დასცინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანძა რა უყავი ბიჭოოო..." - სააკაშვილს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოს გამო საშინლად დასცინეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა გადაღებული, სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა.

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ სურათი ფოტოშოპით არის დამუშავებული.
ყველაზე მთავარი, რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებენ, ფოტოდან თბილისის ანძის "გაქრობაა". სოციალურ ქსელში წერენ, რომ მონტაჟის მეშვეობით ფოტოდან ანძა ამოჭრეს. ექსპრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე შემდეგი შინაარსის კომენტარებს ვკითხულობთ:

"ანძა და ფუნიკულიორი თავისი სადგურებით შემთხვევით წაგეშალათ ფოტოშოპისას"...

"უკაცრავად,მაგრამ ასეთი ბრტყელი მთა სად ნახეთ მითხარით... აზროვნების უნარი გაქვთ. იმასაც ვერ ხვდებით რო მთაწმინდა ასეთი ბრტყელი არაა"

"მიშას პრეს სამსახური ხალხს ამრავლებს და მთას ჭრის"

"ანძა რა უყავი ბიჭოოო . დააბრუნე ანძა მიშა ხარ თუ კოფერფილდი ბლიად ??!!!"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული წინასაარჩევნო, შემაჯამებელი აქცია დღეს ვარდების მოედანზე გაიმართა. მხარდამჭერებს სიტყით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

მოგვიანებით ფოტო სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდიდან გაქრა.