loader

რატომ დაიბარეს ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დაიბარეს ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი გამოცხადდა. როგორც ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმ "ფეისბუქგვერდის" გამო დაიბარეს დაკითხვაზე, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა. მისი თქმით, "საქართველოს ერთგულების სახელით" არავითარი ორგანიზაცია არაა და მხოლოდ "ფეისბუქგვერდია", რომელზეც აქტუალიზაცია ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორებიცაა დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ.

ილია ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაბარება მის მეუღლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ემსახურება.