loader

კრწანისში მიმდინარე კიდევ ერთი სპეცოპერაციის ექსკლუზიური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრწანისში მიმდინარე კიდევ ერთი სპეცოპერაციის ექსკლუზიური კადრები

ორი პარალელური სპეცოპერაცია თბილისში - გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 დღიანი საგამოძიებო - სამძებრო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი. ორი სპეცოპერაცია გლდანსა და კრწანისში ერთდროულად ტარდება, მათ შორის ეჭვმიტანილისა და მისი მშობლების ბინებში. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელია. ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა. "

ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისის ცენტრში 4 ოქტომბერს აფეთქდა. მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. აფეთქებისას დაშავდა ქუჩაში გამვლელი 5 პირი. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია - მინისტრის მოადგილე დეტალებით

გლდანში, სავრაუდოდ, თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების მონაწილეს აკავებენ - ვინ არის პირი, ვის სახლშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გიგა ბოკერიას პირველი კომენტარი გლდანში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ

"ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში... ამის მერე იყო მუხროვანი" - ვინ არის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი?

ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები - რა ამოიღო შსს-მ ჩხრეკის შედეგად