loader

დაპირისპირება ბათუმში ბერძენიშვილსა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ, რაც უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება ბათუმში ბერძენიშვილსა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ, რაც უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, 51-ე უბანთან "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველ ნომერს დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა 51-ე უბანთან, ადამიანი გარდაიცვალა და მივედი. უბანთან წავაწყდი გაძეძგილ მანქანას, სადაც ისხდნენ ადამიანები ფურცლებით, მომარჯვებული მობილურებით, ხაჭაპურებით. მოკლედ, დიდი ხნით იყვნენ უბანთან დაბანაკებულნი. ეს ვითარებაა ბათუმის ყველა უბანზე. ამან გამახსენა 2010 წელი, როცა ფურცლებიანი ქალები მთელ თბილისში იყვნენ მოდებულები, კოორდინატორები გიგი უგულავას მხარდასაჭერად. მასშტაბი ნაკლებია ვიდრე იყო მაშინ, მაგრამ რა ცუდი პრაქტიკაც შემოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნა და იმეორებს "ქართული ოცნება". ზოგ უბანთან არ მალავენ, რომ ისინი არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ზოგან უფრო აგრესიული არიან, ზოგან ნაკლებად. საინტერესო იყო 51-ე უბანთან, სადაც ცოცხალი თავით არ თქვეს რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მათ ესირცხვილებათ იმ პარტიის დასახელება, რომლის ინტერესებსაც იცავენ გასამსჯელოს ფასად", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.