loader

"დავიცვათ თითოეული ხმა" - უსუფაშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შედეგებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავიცვათ თითოეული ხმა" - უსუფაშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შედეგებზე

ჩვენი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ ამას გვიწინასწარმეტყველებენ ეგზიტპოლები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ის "არჩევნების სავარაუდო შედეგებზე" კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს დაელოდება.

ამასთან, უსუფაშვილმა საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ ოქმებში ხმების ადეკვატურად ასახვა მოახდინონ.