loader

4 პარტია, რომელიც წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 პარტია, რომელიც წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

182 უბნის წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 9:00 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 47.1%; "ნაციონალური მოძრაობა" 28.8%, "პატრიოტთა ალიანსი" 5.5%; "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 5.7%.

დასათვლელია კიდევ 166 საარჩევნო უბნის მონაცემები. უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.