loader

ცესკო: პარლამენტში "ოცნებასთან" და "ენმ"-სთან ერთად "პატრიოტთა ალიანსიც" შედის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკო: პარლამენტში "ოცნებასთან" და "ენმ"-სთან ერთად "პატრიოტთა ალიანსიც" შედის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49,26 %, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26,46 % მიიღო.
5 %-იან ბარიერს ლახავს "პატრიოტთა ალიანსიც", რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
ხმების 4,58 % მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,12 % "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55 % კი "რესპუბლიკელებმა".