loader

"საერთაშორისო გამჭვირვალობას" შეფასება არჩევნებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობას" შეფასება არჩევნებზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა, გამონაკლისი იყო მარნეულისა და ზუგდიდის ზოგიერთი უბანი.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.