ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში - სამი პარტიის საარჩევნო სიის სახეები
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ხმების თითქმის 99% აქვს დათვლილი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მიხედვით ორი პარტია ლიდერობს: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მათთან ერთად 5 %-იან ბარიერს სავარაუდოდ, გადალახავს "პატრიოტთა ალიანსიც".
ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს. ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად, პარლამენტში პროპორციული ადგილები შესაძლოა ასე გადანაწილდეს:
გრაფიკა| გოგა ოსეგაშვილი

- "ქართული ოცნება" - 44 მანდატი
- "ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი
- "პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი
გრაფიკა| გოგა ოსეგაშვილი