X
საქართველოს ნაკრებმა უელსთან ფრე ითამაშა
22:14 / 09-10-2016
9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გოლი მე-10 წუთზე გაიტანეს.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი მოჰყვა. 57-ე წუთზე
თორნიკე ოქრიაშვილმა თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ