loader

"პატრიოტთა ალიანსის" შანსები პარლამენტში ცესკო-ს უახლესი მონაცემების მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრიოტთა ალიანსის" შანსები პარლამენტში ცესკო-ს უახლესი მონაცემების მიხედვით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3 667 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,61%, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27,04% მიიღო. უახლესი შედეგებით, 5%-იან ბარიერს ვეღარ ლახავს "პატრიოტთა ალიანსი", თუმცა ბარიერთან ახლოსაა, ვინაიდან მას 4,99% აქვს.
ხმების 4,59% მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,12% - "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55% კი - "რესპუბლიკელებმა". ცესკო-ს მხოლოდ 35 უბნის შედეგები დარჩა დასათვლელი.