loader

ირაკლი ალასანია გუნდთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია გუნდთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ირაკლი ალასანია მედიას და საზოგადოებას 15:00 საათზე, გუნდის წევრებთან ერთად მიმართავს.

რა განცხადების გაკეთებას გეგმავს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, პარტიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, დაუზუსტებელი ცნობით, შესაძლოა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს, თუმცა ამას თავად პარტიის წევრები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

"ყველაფერს მოისმენთ სამ საათზე. ყველა ინფორმაცია არ არის მართალი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა განცხადება.