loader

"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

"პატრიოტთა ალიანსი", როგორც საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნულს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს.

კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ალიანსის" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს. სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიექტებიც. კერძოდ, "ქართული ოცნება", რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და "ნაციონალური მოძრაობა".