loader

"ბოლო ლურსმანი მე უნდა დავაჭედო თქვენს კუბოს, ნაბიჭვრებო... თქვენი დედა მოვ***" - ირმა ინაშვილი 2014 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო ლურსმანი მე უნდა დავაჭედო თქვენს კუბოს, ნაბიჭვრებო... თქვენი დედა მოვ***" - ირმა ინაშვილი 2014 წელს

ირმა ინაშვილი, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსის" 6-კაციანი შემადგენლობით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში შედის. არჩევნების შედეგებით, მოსახლეობის 5%-ის სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ "ფეისბუქზე", მოქალაქეთა სოციალურად აქტიური ნაწილისგან, რომელთა რიცხვი არც ისე მცირეა, მისი და მისი თანაგუნდელების მსოფლმხედველობის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. კრიტიკამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც "პატრიოტთა ალიანსმა" 5%-იანი ბარიერი გადალახა.

ჯერ კიდევ გუშინ ინტერნეტი იმ საარქივო ვიდეომ დაიპყრო, რომელშიც ირმა ინაშვილი მათ, ვინც მას საჯარო სივრცეში დედას აგინებს, ანგარიშსწორებით ემუქრება[ნახეთ ვიდეო]. ამავე ინტერვიუში ინაშვილი ამბობს, რომ დედის გინება ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ადამიანისთვის. "მიჩხუბია, მიკამათია, მაგრამ დედა არავისთვის შემიგინებია და ასეთ რამეს არავის ვაკადრებ", - ამბობდა 2015 წელს ირმა ინაშვილი "რეპორტიორთან" საუბრისას, თუმცა ახლახან გამოქვეყნებული კიდევ ერთი, 2014 წელს გადაღებული ვიდეოკადრები, თუ ის მონტაჟი არ არის, საპირისპიროს მეტყველებს. ვიდეო თბილისში, კინოს სახლთან მომხდარ ინციდენტს ასახავს.