loader

რა მოხდა გვიან ღამით "ნაციონალებისა" და "ოცნების" მხარდამჭერთა შორის - ექიმი ნაცემის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა გვიან ღამით "ნაციონალებისა" და "ოცნების" მხარდამჭერთა შორის - ექიმი ნაცემის მდგომარეობაზე

"ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან. ინციდენტი ვაზისუბანში ღამით მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის,  გოგა ონიანის განცხადებით, ახალგაზრდებს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" ოფისის გვერდით მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს და მათ ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.