loader

ვიდეო, რომელიც ჯერ არ გინახავთ: ბაბუ არჩევნებზე ხელში აყვანილი მიიყვანეს, რადგან სიარული არ შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომელიც ჯერ არ გინახავთ: ბაბუ არჩევნებზე ხელში აყვანილი მიიყვანეს, რადგან სიარული არ შეუძლია

ვიდეო, რომელიც Facebook-ზე ნია ჭითანავამ ატვირთა, სოციალურ ქსელში განხილვის თემაა. ვიდეოში ჩანს, როგორ მოუწია ახლობელს, საარჩევნო უბანზე მიეყვანა მოხუცი მამაკაცი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ვიდეოში ისმის ქალბატონის ხმა, რომელიც პრეტენზიებს გამოთქვამს იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, მისთვის შეექმნა ღირსეული პირობები ხმის მისაცემად.
წყარო| Facebook/nia chitanava

აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმებში სპეციალური საკითხები ეთმობა შშმპ-თა
საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას და მათ ინფორმირებულობის გაზრდას. გარდა გეგმებისა, ცესკო-ს
მიერ ხორციელდება რიგი ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს ამ მიმართულების გაძლიერებას. მაგ:
2013 წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა უბნები, სადაც ხმას
აძლევდნენ შშმ პირები, მოხდა მათი კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება უბნებზე მათი საარჩევნო ხმის უფლების უზრუნველსაყოფად:
1. პანდუსების მოწყობა, ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის საარჩევნო უბნების ადაპტირება და პორტატული პანდუსებით უზრუნველყოფა.
2. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიულეტენებით საარჩევნო უბნების უზრუნველყოფა
3. სპეციალური კაბინების დადგმა საარჩევნო უბნებზე
4. მობილური ჯგუფების ფორმირება და გადასატანი ყუთებით უზრუნველყოფა იმ შშმ
პირებისთვის, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან საარჩევნო უბნამდე
ცესკო-ს სტრატეგიული გეგმის მე-4 მიზნის ინფორმირებული ამომრჩეველი მიხედვით, შშმ
პირებისთვის 2014 წელსაც განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს მათი
ჩართულობის უზრუნველყოფას, მათი საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას საარჩევნო
პროცესში და მათ მაქსიმალურ ინფორმირებას არჩევნების შესახებ.

წყარო| საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი