loader

ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერები ე.წ. კაბელების საქმის პროცესზე გამოჩნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერები ე.წ. კაბელების საქმის პროცესზე გამოჩნდნენ

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრები ესწრებიან. როგორც დაცვის მხარის ადვოკატებმა პროცესის დაწყებამდე განაცხადეს, მათ აქვთ საკმარისი არგუმენტები იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს ხუთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. ამ პოზიციას არ იზიარებენ პროკურორები. დაცვის მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგ ბრალდების მხარე წარადგენს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა დატოვოს მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დარჩნენ.