loader

პარტიული სიიდან არჩეულ დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების ვადა ხვალ ეწურებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარტიული სიიდან არჩეულ დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების ვადა ხვალ ეწურებათ

ხვალ არის ბოლო ვადა, როცა პარტიული სიიდან არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ. პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია, მიიღოს დადგენილება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.