loader

ჟურნალისტების მდუმარე აქცია ქუთაისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტების მდუმარე აქცია ქუთაისში

ჟურნალისტებმა ქუთაისში მდუმარე აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები 8 ოქტომბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გმობენ და აღნიშნავენ, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ. ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. 8 ოქტომბერს, ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, რა დროსაც დაზიანდა ტელეკომპანიების - GDS-ის და "იბერიას" აპარატურა.