loader

რატომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან?

რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახნის ქალს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. სასამართლოსთან ამ დრომდე რჩებიან 48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები. დაკავებულების ოჯახის წევრების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება. ისინი მოითხოვენ, რომ ექვსივე დაკავებული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაანთავისუფლონ.