loader

4 მილიონზე მეტი "ექსტაზის" ტაბლეტი და 1 ტონა ემ-დი-ემ-ეი - ავსტრალიაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 მილიონზე მეტი "ექსტაზის" ტაბლეტი და 1 ტონა ემ-დი-ემ-ეი - ავსტრალიაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, ემ-დი-ემ-ეის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პოლონელი მამაკაცი დააკავა. პოლიციამ რეიდი სიდნეის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საწყობში ჩაატარა, საიდანაც 1 ტონა და 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ემ-დი-ემ-ეი ამოიღო. გამოძიების ცნობით ნარკოტიკული საშუალება ჩეხეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდათ. რეიდის შედეგად ამოღებულია 4 მილიონ 100 ათასი "ექსტაზის" ტაბლეტიც. ნივთმტკიცებების საერთო ღირებულება 145 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.