loader

ნარმანიას გამარჯვებულისთვის პრიზი უნდა გადაეცა, მაგრამ ის არ გამოცხადდა - ცერემონიაზე არ მივიდნენ სხვა გამარჯვებულებიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარმანიას გამარჯვებულისთვის პრიზი უნდა გადაეცა, მაგრამ ის არ გამოცხადდა - ცერემონიაზე არ მივიდნენ სხვა გამარჯვებულებიც

არქიტექტურის მე-5 საერთაშორისო ფესტივალის რამდენიმე გამარჯვებული და ნომინანტი დაჯილდოვების ცერემონიაზე არ გამოცხადდა.
სასტუმრო "რედისონში" "არქიტექტურული პრემია 2016"-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონკურსზე 107-მა არქიტექტორმა და დიზაინერმა 108 საკონკურსო ნამუშევარი წარადგინა. მათგან საერთაშორისო ჟიურიმ თითოეულ ნომინაციაში სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. ნომინაციებში გამარჯვებულები კი "არქიტექტურული პრემია 2016"-ით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოვების ცერემონიაზე პირველივე ნომინაციაში - "საზოგადოებრივი ნაგებობა" დასახელებული სამი ნომინანტი არ გამოცხადდა. მათგან საუკეთესო თბილისის მერს დავით ნარმანიას უნდა გამოევლინა, რისთვისაც ის სცენაზე მიიწვიეს.

"ვინ გამოვავლინო არ ვიცი, მაგრამ მოგესალმებით. აქ ვიღაცამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისინი საცობების გამო ვერ მოვიდნენ. საცობებსაც მე მაბრალებენ ", - განაცხადა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.