loader

მილიონები, რომელიც პოლიტიკოსებმა პარლამენტში მოსახვედრად დახარჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიონები, რომელიც პოლიტიკოსებმა პარლამენტში მოსახვედრად დახარჯეს

წინასაარჩევნოდ, კონკრეტულად კი 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი - 13 498 020 ლარი მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა.
3 219 058 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელსაც 2 134 515 ლარით მოსდევს "პატრიოტთა ალიანსი" და 1 921 091 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
1 026,954 ლარს შეადგენს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, 882 592 ლარს კი - "თავისუფალი დემოკრატების" ხარჯები.
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.