loader

სოხუმში ტელევიზიასთან მამაკაცმა თავი აიფეთქა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმში ტელევიზიასთან მამაკაცმა თავი აიფეთქა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ადგილობრივი პრესის ცნობით, დილის საათებში ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, ასლან კობახიას ცნობით, ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ბომბის კომპონენტები.დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კობახია ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა „სპუტნიკ აბხაზია“-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ბომბის აფეთქება, სავარაუდოდ, საჯარო თავშეყრის ადგილას იგეგმებოდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ შეადგინა 200 გრამი ტროტილის ექვივალენტში.