loader

სასულიერო პირის ინიციატივით, ზუგდიდში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასულიერო პირის ინიციატივით, ზუგდიდში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს

ზუგდიდში, ივერიის სახელობის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები მოჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივპრესი" ავრცელებს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, ეპარქიას არ ეკუთვნის. ის შპს "აგრომეტის" საკუთრებაა. მღვდელმა გერასიმე აბულაძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ 30-მდე ხე მისი ინიციატივით მოიჭრა და ნებართვა არავისთვის უთხოვია.

მისივე განცხადებით, ხეები იმიტომ მოიჭრა, რომ ეკლესიის ეზოს მთელ პერიმეტრზე "მწვანე ღობე" კეთდება და მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ირგვება 580 ძირი კვიპაროსის ხე.