ჩაშლილი თავდასხმა - აზერბაიჯანის მოქალაქე იქამდე დააკავეს, სანამ ბათუმში სავალუტო ჯიხურს დააყაჩაღებდა
09:53 / 21-10-2016
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ბრალდებულმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვეღარ განახორციელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.