loader

რუსებმა წმინდანის ნეშტი კოსმოსში გაუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსებმა წმინდანის ნეშტი კოსმოსში გაუშვეს

რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანის, ღირსი სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილები კოსმოში გაუშვეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა lenta.ru იუწყება.

lenta.ru-ს ინფორმაციით, კოსმოსური ხომალდი "სოიუზ ემეს-02" წარმატებით გაეშვა ბაიკონურის კოსმოდრომიდან და კურსი  საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ აიღო. ამჯერად ეკიპაჟის სამი წევრის გარდა, კოსმოსში გაემგზავრა მამა სერაფიმ საროველის ნეშტი. ფრენის დასრულების შემდეგ, ნეშთი დედამიწაზე დაბრუნდება და  ფერისცვალების ტაძარს გადაეცემა.

სერაფიმ საროველი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქრისტიანი წმინდანი. მან დააარსა და მფარველობდა დივეევოს ქალთა მონასტერს. ის კანონიკურ პირად წმინდა სინოდმა 1903 წელს, ნიკოლოზ მეორეს ინიციატივით შერაცხეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.