loader

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა იმართება

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური - ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა იმართება. ოთხი საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 8 საათზე დაიწყო. კენჭისყრა 20 საათზე დასრულდება. რაც შეეხება, ამომრჩეველთა რაოდენობას, მარნეულის 48-ე უბანზე რეგისტრირებულია 1436 ამომრჩეველი, ზუგდიდის 38-ე უბანზე 1145 ამომრჩეველი, ზუგდიდის 79-ე უბანზე 925 და ზუგდიდის 108-ე უბანზე 774 ამომრჩეველი. საარჩევნო უბნებზე პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლები აკვირდებიან. შედეგების მიხედვით გადაწყდება, ჩატარდება თუ არა 30 ოქტომბერს ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებშიც მეორე ტური, დანარჩენი 48 ოლქის მსგავსად.