loader

რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა 12 საათისთვის - ცესკო ზუგდიდის მონაცემებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა 12 საათისთვის - ცესკო ზუგდიდის მონაცემებს აქვეყნებს

ცესკო 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 12:00 საათის მდგომარეობით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 296-მა, რაც 20.6%-ია. ზუგდიდის 38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან კი, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 164-მა, რაც ამომრჩეველთა 14.3 %-ს შეადგენს. ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 178-მა, რაც 19.2%-ია. ხოლო, ზუგდიდის 108-ე უბნის 774 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 183-მა პირმა, რაც ამომრჩეველთა 23.6%-ს შეადგენს.