loader

მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას - შს მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას - შს მინისტრი

მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით, მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ, - ამის შესახებ შს მინისტრმა სამინისტროში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია "ძალა ნდობას" პრეზენტაციისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროსთვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება. კამპანია ევროკავშირის მიერ ხორციელდება და მისი მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.