loader

დღეს თბილისში გაზის მძაფრი სუნი იქნება - გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს თბილისში გაზის მძაფრი სუნი იქნება - გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის მძაფრი სუნი თბილისის ქუჩებში კვლავ მოსალოდნელია - ამჯერად გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე, საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. შესაბამისად, 25 ოქტომბერს თბილისში ოდორანტის ტრანსპორტირება ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით განხორციელდება. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება მარნეულში შპს "ბორჩალოს", ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, ასევე, შპს "ჩირინა 3"-ისა და ვაზიანის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.