X
"რაღაც უნდა მოეპარათ, ალბათ" - სასწავლო ცენტრთან გარდაცვლილის მამამ პოზიცია შეცვალა
18:35 / 26-10-2016
სასწავლო ცენტრ "კრწანისში" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მისვლის შემდეგ, გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამამ პოზიცია შეცვალა . რომან შენგელია ამჟამად უკვე არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ცენტრში, შესაძლოა, რამის მოსაპარადაც იყო შესული. მშობელმა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მისი შვილის გვამი იპოვეს.როგორც მან აღნიშნა, საქმის ვითარებაში გარკვევისას დარწმუნდა, რომ სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, მისი შვილის გვამი კი გარეთ იყო ნაპოვნი. რაც შეეხება დამოკიდებელი ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, როგორც რომან შენგელიამ აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ის დღეს მიიღებს. ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომან შენგელია უკვე გამოძიების დასრულებას ელოდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წუთზე წვრთნებისა და ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. სამინისტროს ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს