loader

წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. იმ დროს დააკავეს, როცა დმანისი-ირგანჩაის საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.