loader

"თვალებს მიპაჭუნებდა, ვარდები მოგართვათო" - "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელის თქმით, კომისიის წევრი რუსთავში ნასვამი მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვალებს მიპაჭუნებდა, ვარდები მოგართვათო" - "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელის თქმით, კომისიის წევრი რუსთავში ნასვამი მივიდა

"საოლქოდან არის კომისიის წევრი, ეტყობა ნასვამია. თავმჯდომარეს ვთხოვე, ადამიანები ვართ ად შევიდეს და აღარ გამოვიდესთქო, მაგრამ ვერ უზრუნველყვეს მისი ბლოკირება. მაინც გამოვიდა, მოვიდოდა, თვალებს მიპაჭუნებდა, ვარდები მოგართვათო, ეკლები. მეც რომ დავშვიდდე და ყველაც, დაადგინოს კანონმა ნასვამია თუ არა მართლა" - ამის შესახებ რუსთავის #10 უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა დამკვირვებელმა  "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, მამაკაცი გასვენებაში იმყოფებოდა, მთელი ღამით მგზავრობდა, შესაძლოა ნაბახუსევზე იყო, მაგრამ შეუძლოდ გახდა და ოთახში იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტები იმ ოთახში, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა, არ შეუშვა.

იხილეთ ვიდეო ვრცლად "ინფო რუსთავზე"