loader

"ქართული ოცნების" შეფასება გორში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ცემის ფაქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" შეფასება გორში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ცემის ფაქტზე

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, გორში, 45-ე უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელმა, ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანთან მყოფ მათ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა. რაც შეეხება მერებაშვილის მამის დაკავებას, როგორც მან განმარტა, იმედი შიუკაშვილმა პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დააკავეს.

იხილეთ: "მითხრა, რომ ვარ მეცოცხე" - გორში "ნაციონალების" მხარდამჭერი ჰყვება, რომ სცემეს