"ახლობელს 10 ლარი მაღაზიაში წყლის და სიგარეტის საყიდლად მივეცი" - ამომრჩევლის მოსყიდვაში დადანაშაულებული კომისიის წევრი
15:23 / 30-10-2016
მისი თქმით, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაცია.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებს თავად თამაზ ნოზაძე. მისი თქმით, ახლობელს მისცა 10 ლარი და სთხოვა მაღაზიიდან 10 ლიტრიანი წყალი და სიგარეტი მოეტანა.
„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რუსთავის #24 უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი
ავტორი: მარი ვარდოშვილი