loader

როდის ხდებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის ხდებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები?

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება - პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.

კერძოდ, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5 დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტმა ახალ კაბინეტს წარდგენიდან 7 დღის ვადაში უნდა უყაროს კენჭი.