loader

წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მხოლოდ 2 ოლქში დამარცხდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მხოლოდ 2 ოლქში დამარცხდნენ

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გაიმარჯვა.

გამონაკლისია ორი ოლქი: ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი, სადაც "თოფაძე - მრეწველების" კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს და თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქი, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის - 18 და რეგიონების 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.