loader

მეტროში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - სადგურ "სამგორში" მატარებელი არ ჩერდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - სადგურ "სამგორში" მატარებელი არ ჩერდება

მეტროს სადგურ "სამგორში" 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მამაკაცი მეტროს ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

"ამ დროისთვის სამგორის მეტროს ბაქანზე მატარებელი არ ჩერდება, ვინაიდან ადგილზე ექსპერტი უნდა მივიდეს და ექსპერტიზა ჩატარდეს. როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება და მამაკაცს გადაასვენებენ, სამგორის მეტროში მატარებელი ჩვეულებრივ გაჩერდება. ეს დაახლოებით ერთ საათში მოხდება", - აცხადებენ მეტროს პრესსამსახურში.