loader

დავით საყვარელიძეს ხარკოვში სახეზე "ზელიონკა" შეასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით საყვარელიძეს ხარკოვში სახეზე "ზელიონკა" შეასხეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

სააკაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. "ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, დავით საყვარელიძეს ქუჩაში სახეზე "ზელიონკა" შეასხეს. როგორ ჩანს, "იტუშკებს" ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

დავით საყვარელიძე კი მომხდარს ხულიგნურ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ იგი არსებულ გამოწვევებს არ დანებდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე