loader

"როცა პრეზიდენტი ვიყავი, მინდოდა, ყოველთვის პირველი კლასით მეფრინა" - სააკაშვილი კორუფციასთან ბრძოლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როცა პრეზიდენტი ვიყავი, მინდოდა, ყოველთვის პირველი კლასით მეფრინა" - სააკაშვილი კორუფციასთან ბრძოლაზე

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ არხზე იყო მიწვეული, სადაც მან სხვა თემებთან ერთად კორუფციასთან ბრძოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა კი - 3-ჯერ.

"ე.წ. ოპოზიციონერები ძალიან მდიდრები არიან. ისინი ბებიებზე ლაპარაკობენ, არადა, ათობით მანქანა ჰყავთ, სასახლეები, ვილები, ვაუ... მე პრეზიდენტი თითქმის 10 წელი ვიყავი. მე ძალიან მინდოდა, მქონოდა უფრო მეტი. მაგალითად, ყოველთვის პირველი კლასით მეფრინა, მაგრამ მე ერთი რამით ვამაყობ: ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა - 3-ჯერ. ჩვენ 2-ჯერ უფრო ღარიბები ვიყავით, როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ხოლო როდესაც დავამთავრე, ჩვენ თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდრები ვიყავით უკრაინაზე".