loader

"დიდი დრო დასჭირდა, სულხანი გამართლებულიყო, მაგრამ ის ამას ვერ მოესწრო" - მოლაშვილის ოჯახს პროკურატურა ქონებას უბრუნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი დრო დასჭირდა, სულხანი გამართლებულიყო, მაგრამ ის ამას ვერ მოესწრო" - მოლაშვილის ოჯახს პროკურატურა ქონებას უბრუნებს

პროკურატურა სულხან მოლაშვილის ოჯახს და კიდევ ორ მოქალაქეს ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებს. მთავარ პროკურატურაში შეხვედრა პროკურორსა და იმ პირებს შორის გაიმართა, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ქონების კონფისკაცია და პატიმრობა შეეხო. პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათ კუთვნილი ქონება დაუბრუნდებათ. საქმე ეხება სამ ფაქტს, მათ შორის, ერთ-ერთი მოქალაქისთვის 6 ავტომობილის ჩამორთმევას, ასევე, ერთი დაზარალებულისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას, მესამე კი სულხან მოლაშვილის საქმეა. მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდება. პროკურატურის ცნობით, ქონების ჩამორთმევის სულ 47 ფაქტია გამოვლენილი, აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება კი 84 მილიონს შეადგენს. უწყების ცნობით, მსგავსი ფაქტი წინა ხელისუფლების დროს 84 მოქალაქეს შეეხო.